საიტზე არის 1 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 10:28
RSS  
როგორ დავწეროთ ავტობიოგრაფია
დარწმუნდით, რომ თქვენი ავტობიოგრაფია კარგ პირველ შთაბეჭდილებას მოახდენს შრიფტის ზომა:
მიეცით რეკომენდაცია (406)

თქვენ თვლით, რომ ვარსკვლავი ხართ, მაგრამ სათანადო ავტობიოგრაფიის შევსების გარეშე ამას არავინ დაიჯერებს. გთავაზობთ რამოდენიმე გზას, როგორ მოახდინოთ შთაბეჭდილება და დაწეროთ თქვენს შესახებ ისეთი ინფორმაცია, რომ უკეთესი სამუშაო იშოვოთ.

1. დეტალური ინფორმაცია. თქვენი სამუშაო გამოცდილების მნიშვნელვანი ფაქტები წერილობით არ უნდა აღემატებოდეს ორ დაბეჭდილ გვერდს, ამბობს ენდი შარმანი, გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიაში “Procter & Gamble”-ს ახალი თანამშრომლების მიღების განყოფილების ხელმძღვანელი. “ორ გვერდზე ნაკლები კი იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ არ გაქვთ საკმარისი გამოცდილება”. ავტობიოგრაფიის შევსებისას გამოიყენეთ ყველასათვის მისაღები მცირეოდენი ეშმაკობები – შრიფტის ზომები, სივრცეები, დაშორებები და სხვა.

2. არ გამოიყენოთ ბუნდოვანი ფაქტები. “ადამიანები საკმაოდ ხშირად იწყებენ ავტობიოგრაფიას მოკლე ზრდილობიანი ინფორმაციით იმის შესახებ, თუ ვინ არიან ისინი, თუმცა ჩვენ ეს გენეტიკური ფრაზების კორიანტელი საშინლად მიგვაჩნია,” – ამბობს ლომა ფრაუდი, კადრების უფროსი ოქსფორდის ბრუკსის უნივერსიტეტში. “ფრაზე ‘მე ბრწყინვალედ ვმუშაობ გუნდში’ აბსოლუტურად უსარგებლოა დამადასტურებელი ფაქტების გარეშე.”

3. იყავით ლაკონურები. “ეს არ არის ‘ომი და მშვიდობა’ ”, ამბობს სტივენ კირკპატრიკი, “ადეკკო შტაფფინგ”-ის მმართველი დირექტორი. კადრების განყოფილების თანამშრომლებს უწევთ ასობით ავტობიოგრაფიის გაცნობა და ისინი ვერ იტანენ აყვავებულ პროზას. გამოიყენეთ ზმნები აქტიურ გვარში და კონკრეტული ფაქტები და დარწმუნდით იმაში, რომ ყველა წინადადება შეიცავს ლაკონურ ინფორმაციას.

4. თქვით სიმართლე. “ყველაზე მნიშვნელოვანი, ავტობიოგრაფიის შევსებისას არის ის, რომ არ დაწეროთ ტყუილი”, ამბობს კირკპატრიკი. “ადამიანები ზრდიან თავისი ავტობიოგრაფიის მოცულობას ათასი სისულელის დამატებით იმისათვის, რომ თავისი თავი უფრო სასურველ კანდიდატად წარმოაჩინონ,” ამბობს ის, “მხოლოდ იმიტომ რომ თავი შეირცხვინოს კომპეტენტური შეფასების დროს. თუ პირველი შთაბეჭდილება თქვენს შესახებ მცდარია, ეს არ დაგეხმარებათ კარიერულ ზრდაში”.

5. ყურადღება გაამახვილეთ თქვენს კვალიფიკაციაზე. ავტობიოგრაფიის ფორმა არის ვაჭრობის საშუალება და გადამწყვეტ მომენტს წარმოადგენს ის თუ როგორ ჩამოაყალიბებთ თქვენს კვალიფიკაციასა და ცოდნას. შერმანის თქმით, “საკმარისი იქნება თუ მიუთითებთ სამუშაოს დასახელებას. დაწერეთ სულ მცირედი მთავარი ინფორმაცია და გამოყავით თქვენი მიღწევები და გამოცდილება, უფრო მეტი თქვით თქვენს ახლანდელ მოვალეობებზე”.

6. განასახიერეთ ეს. “არაფერია იმაზე ცუდი, ვიდრე ვებ-გვერდიდან მზა ავტობიოგრაფიის ფორმის ჩამოწერა,” – ამბობს კირკპატრიკი. “ისინი თქვენ გყიდულობენ, და მიყიდეთ მათ თქვენი თავი. ყოველთვის კარგია თუ მიუთითებთ პირად ინფორმაციას თქვენი ინტერესების შესახებ, რაც თქვენს ზოგიერთ ადამიანურ თვისებებს გაუსვამს ხაზს”. ამბობს შერმანი. მაგრამ, შეეცადეთ გამოირჩეოდეთ ბრბოში. თუ დაწერთ, რომ გიჟდებით წიგნის კითხვაზე, ისიც დაწერეთ, თუ რას კითხულობთ ახლა.

7. ნაკლები მეტია. თქვენ გააკეთეთ საშინაო დავალება და გააგზავნეთ თქვენი ავტობიოგრაფია ისეთი ფორმით, როგორსაც მოითხოვს ესა-თუ ის დამქირავებელი. ნუ გააგზავნით ასობით გენეტიკურ ავტობიოგრაფიას, რადგანაც თქვენს ავტობიოგრაფიას უსათუოდ იპოვიან და შეადარებენ სხვას.

8. მოერიდეთ ხრიკების გამოყენებას. შერმანის თქმით, უმეტესობა ავტობიოგრაფიებისა იგზავნება ინტერნეტ ფოსტის საშუალებით, ასე, რომ მათში ნუ შეეცდებით გამოიყენოთ ისეთი ხრიკები, როგორიც არის იშვიათი ან არაჩვეულებრივი შრიფტი ან სხვ.

9. სწორად გაიაზრეთ საფუძვლები. რთული იქნება თქვენი მართლწერის შეცდომებისა და გრამატიკული ცდომილებების ამოცნობა, მაგრამ, მაინც “ღვთის გულისათვის, თქვენ კრებთ ტექსტს. გამოიყენეთ მართლწერის შემოწმების პროგრამა,” ამბობს კირკპატრიკი. დიპლომირებული სპეციალისტის დასაქმების ასოციაციის საკონსულტაციო სამსახურის თქმით, ერთი დიდი კადრების განყოფილება იწუნებს ავტობიოგრაფიების 56 პროცენტს მხოლოდ მართლწერის გამო.

10. და ბოლოს? თვქენ შეადგინეთ ბრწყინვალე ავტობიოგრაფია. ეს სამუშაოს პოვნისაკენ ნახევარი საქმეა. ახლა მოიფიქრეთ როგორ შეადგინო ბრწყინვალე თანმხლები წერილი.

 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება
Get our toolbar!
 
 
 
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ელ.ფოსტა: info@staff.ge